ჩვენი იდენტობა

პრინციპები, რომელსაც არასოდეს ვღალატობთ

ჰოსტნოუდსი 2016 წელს ენთუზიასტი WordPress(არამხოლოდ) დეველოპერების მიერ შეიქმნა.

თუმცა ეს დიდი მოგზაურობა ბევრად უფრო ადრე დაიწყო.

წინარე პერიოდში ჰოსტინგებთან თანამშრომლობამ თუ ჰოსტინგის შექმნის რამდენიმე არცთუ ისე წარმატებულმა მცდელობამ მოგვცა საკმარისი გამოცდილება შეგვექნა მომსახურება, რომელიც წლების მანძილზე აქტუალური იქნებოდა.

ამაში კი ღირებულებების ქონა დაგვეხმარა, რომელიც დროსთან ერთად არ იცვლება:

პრინციპები, რომელსაც არასოდეს ვღალატობთ

მომსახურების სფერო

გვექნება მომსახურება, სადაც მომხმარებლები სწრაფი, კომფორტული და კვალიფიცური ფორმით მიიღებენ მხარდაჭერას


უკომპრომისო სისწრაფე:

გვექნება ჰოსტინგი, რომელზეც ვებ-გვერდები მაქსიმალური სისწრაფით იმუშავებენ.

მუდმივად განახლებადი:

გვექნება ჰოსტინგი, რომელიც უმალ აითვისებს და დანერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს.